19 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილის თვე და მაისის პირველი ნახევარიც - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდა მოსალოდნელია.

მისი თქმით, აპრილი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე თვე იქნება და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარიც.

"ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება .ვიხმარე პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული, სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა  იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქისმალურად „გაიწელა,“ ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები