გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მსოფლიოს ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის სახელმწიფოებს სთხოვს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის დროს იარაღი აღარ აიღონ ხელში.
"ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის ახლა COVID-19 ქარიშხალი კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება, უნდა დავადუმოთ იარაღი და მშვიდობის ხმა აღვიმაღლოთ, ეს ის დროა როცა უნდა გაჩერდეთ მორალურად მიუღებელია ამ კონფლიქტების გაგრძელება,"- განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.