05 ივნისი 2020,   05:10
ვრცლად
გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ სახელმწიფო შევსებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს - ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობაზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო მარაგების მხოლოდ 2 კვირის რესურსია დარჩენილი, თუმცა აღნიშნა, რომ სახელწიფო მარაგების შევსებაზე მუშაობს.

ეკატერინე​ ტიკარაძემ​ კორონავირუსის ტესტების ხარისხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ტესტები შედეგიანია და მათი საიმედოობაც საკმაოდ მაღალია.

"დღესდღეობით საქართველოში ოქროს სტანდარტის ტესტებია და ეს არის PCR ტესტები, საიდანაც ერთ-ერთი არის სტანდარტული, რომლის მოქმედების ხანგრძლივობაც 4-დან 6 საათამდეა. მეორე არის სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს საათ-ნახევარში იძლევა. ორივეს ხარისხი მაღალია და მისი საიმედოობა 98%-ია,"- განაცხადა ჯანდაცვის მინიტრმა

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შევსებაზე სახელმწიფო ყოველდღიურად მუშაობს. 

"რაც შეეხება აღჭურვილობას, ჩვენ ამ ეტაპისათვის გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ სახელმწიფო მარაგების შევსებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები სრულიად დაცულები უნდა იყვნენ, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად გვაქვს ახალი კონტრაქტები და შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

 

დღის ამბები