19 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და მუნიციპალური სამსახურები ხელფასის 1/3 COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და მულუნიციპალური სამსახურები ხელფასის 1/3 COVID-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანში საკრებულოს წევრებთან და ქართული ოცნები ადგილობრივ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ყველანი გამოვთქვამთ სოლიდარობას, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ.იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაქსიმალურს აკეთებს, რომ ქვეყანაში პანდემია დაძლეული იყოს. ესენი არიან პოლიციელები მეხანძრეები, ექიმები და ბევრი სხვა.

ამავე დროს გვესმის, რომ მოხდა მთელი რიგი სამუშაოების შემცირება, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე ,რისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ ჩამოიშალოს. ამიტომ, საჭიროა სოლიდარობის გამოჩენა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, რომ თავისი ხელფასიდან გადარიცხოს თანხა სოლიდარობის ფონდში.

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი უერთდება ამ ინიციატივას და მე ვიცი რომ ამაში თითოეულ მათგანს, თითოეულ გადამრიცხველს ოჯახისგანაც აქვს მხარდაჭერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.


სოლიდარობის ფონდში თანხის გადარიცხვის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა.

დღის ამბები