25 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
შიდა ქართლში აგრარული ბაზარი და ბაზრობები დაიკეტება - გიორგი ხოჯევანიშვილი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში შექმნილ ვითარებას აჯამებს. გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამკაცრებული წესების დარღვევისთვის 28 პირი დაჯარიმდა, მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც თვითიზოლაციის წესი დაარღვიეს.

მისივე ცნობით, დღეიდან დაიკეტება აგრარული ბაზარი და ბაზრობები რაც შეამცირებს რაიონიდან ცენტრში მიმოსვლას.

განვლილ 24 საათში გამშვებ საგუშაგოზე 5 ათასამდე პირის თერმოსკრინინგი ჩატარდა, აქედან ტემპერატურის მატება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა.

დღის ამბები