16 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 43 პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. კლინიკაში ამ ეტაპზე COVID-19-ით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტია.

ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს, ლუგარის ლაბორატორიიდან 10 ანალიზის პასუხს ელოდებიან.

"ერთს აქვს დადასტურებული კორონავირუსი და მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. მასზე მკურნალობა და დაკვირვება მიმდინარეობს. ზუსტად არის ცნობილი მისი ინფიცირების წყარო, ამდენად, ეპიდანამნეზი შევსებულია. 

პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფის ასაკს მიეკუთვნება. რიგი მიზეზების გამო, მის ზუსტ ასაკს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის, დამატებითი ფაქტორები, რაც COVID-ის მიმდინარეობას ამძიმებს, პაციენტს ამჟამად არ უფიქსირდება,"- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ. 

დღის ამბები