19 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
მნიშვნელოვანია მედპერსონალი შესაბამისი ტექნიკით და თავდაცვითი საშუალებებით აღიჭურვოს, მათზე გადის ქვეყნის ჯანმრთელობის ხაზი - ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ქსელი მზად არის, 6-მა კლინიკამ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს.

თბილისის შემთხვევაში ეს იქნება ტრავმატოლოგიური კლინიკა და ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია მედპერსონალი შესაბამისი ტექნიკით და თავდაცვითი საშუალებებით აღიჭურვოს. 

"მარაგები არის ამ ეტაპზე საქართველოში და აქვს ჩვენს კომპანიასაც, მაგრამ ეს მუდმივად შესავსებია. ამაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ესენია მედიკამეტნები და აპარატები. საბედნიეროდ, საქართველოს სუნთქვის აპარატებზე დარწმუნებული ვარ პრობლემა არ შეექმნება. 

ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვემზადებით. ერთადერთი რისკია, რომ დადგეს პერსონალთა დაცვის საშუალებების მარაგი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე არ მოხდეს. უნდა გვესმოდეს რომ ექიმებზე გადის ქვეყნის ჯანმრთელობის ხაზი,"- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ. 

დღის ამბები