28 მაისი 2020,   08:34
ვრცლად
მილიონი პირბადე უსასყიდლოდ - ბათუმში მდებარე "აჭარის ტექსტილის" საწარმომ სახელმწიფოს პირბადეები გადასცა

მილიონი პირბადე უსასყიდლოდ - ბათუმში მდებარე "აჭარის ტექსტილის" საწარმომ სახელმწიფოს პირბადეები გადასცა. პირბადეების დამზადების პროცესს დღეს პრემიერ მინისტრი ადგილზე გაეცნო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა მან კრიზისის დასრულებისთანავე სწრაფად აღიდგინოს ძალები და ჩაანაცვლოს იმპორტი.

დღის ამბები