28 მაისი 2020,   07:30
ვრცლად
რუსთავში დაინფიცირებული დეპუტატის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების კონტაქტები დადგენილია

რუსთავში დაინფიცირებული დეპუტატის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რუსთავის მერის ინფორმაციით, ოჯახის წევრების კონტაქტები თითქმის იდენტიფიცირებულია. ცოლ-ქმრის კონტაქტები რაც რუსთავთან იყო კავშირში დადგენილია.

ცოლს გადაედო სავარაუდოდ ქმრისგან და ორივე ერთად გადაიყვანეს იზოლაციაში. დადგინდა რომ დეპუტატს კონტაქტები 72 ადამიანთან ჰქონდა. რუსთავის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

"დეპუტატის დედის სიმპტომების გამოვლენიდანვე დაიწო კონტაქტების მოძიება და ფაქტობრივად მეორე დღესვე გვქონდა სრულყოფილად დადგენილი აღნიშნული კონტაქტების ვინაობა. ყველა პირი იდენტიფიცირებულია. დღეს, მის ერთ-ერთ შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, ოჯახის სხვა წევრებს კი არ დადასტურებიათ,"- აცხადებს რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა. 

დღის ამბები