19 აპრილი 2024,   07:23
ვრცლად
აშშ-ში მყოფ ქართველებს პირველად დახმარებას კრიზის ცენტრი გაუწევს

ამერიკაში კრიზის ცენტრმა დაიწყო მუშაობა. ორგანიზაცია უცხოეთში მყოფ ქართველებს პირველად დახმარებას გაუწევს.

კორონავირუსის სიმპტომების მქონე 100-მდე პაციენტმა ცენტრს უკვე მიმართა. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც. კრიზისული ცენტრი ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციამ დააფუძნა.

"ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს, აქედან 5 მძიმედ იყო და უკვე გადაიყვანეს კლინიკებში. დანარჩენი 95 საშუალო სიმძიმისაა და სახლში ვუწევთ კონსულტაციებს. მათ პრეპატარებით ვამარაგებთ. ჩვენ გვაქვს პირველადი დახმარებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი. ცხელი ხაზი, რომელზეც ყველას შეუძლია დაგვიკავშირდეს,"- აცხადებს ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის დამფუძნებელი, ინა ასანიძე.

დღის ამბები