29 მაისი 2020,   00:26
ვრცლად
საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის გასაკონტროლებლად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო

იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობით საფრანგეთი ევროპაში მესამე ადგილზეა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 588 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა. აქედან 1400-ზე მეტი ადამიანი მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაიცვალა. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის გასაკონტროლებლად უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო. ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრანგეთიც განიხილავს. კორონავირუსის გამო საფრანგეთში ციხეებიდან 6266 პატიმარი გაათავისუფლეს. სულ ახალახან კი COVID-19 600-ს სამხედროს დაუდგინდა. 

დღის ამბები