03 ივნისი 2020,   16:39
ვრცლად
ბრიტანეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად რადიკალურ ზომებს მიმართავს

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში გარდაცვალების 684 ფაქტი დადასტურდა. საერთო ჯამში დიდი ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3605-ს შეადგენს. კორონავირუსის ინფექცია კი ქვეყნის მასშტაბით 38 ათასზე მეტ პირს დაუდგინდა. ამ ფონზე დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად რადიკალურ ზომებს მიმართავს. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ რადიოსადგურს ვირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კი მოსახლეობას კვლავ სახლში დარჩენისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები