19 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა - 60 წლამდე ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ბათუმში კორინავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა - 60 წლამდე ქალს საზღვარგართ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში, დაახლოებით ერთი კვირის წინ, სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ პირს საზღვრის კვეთისას ტემპერატურა არ აღენიშნებოდა თუმცა ის მაინც საკარანტინე სივრცეში მოათავსეს, გუშინ საღამოს კი 60 წლამდე ქალი ტემპერატურის მატების გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით ბათუმში კლინიკა “მედალფა”-ში 8 ინფიცირებულია მოთავსებული.

დღის ამბები