ფოთის ჰოსპიტალში გვიან ღამით განმუხურის საკარანტინო სივრციდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პაციენტი შეიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ანალიზი გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.
"განმუხურის საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილია პაციენტი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა. გამოძახებულია დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და გადაწყდება ტესტირების საკითხი.
გუშინ ღამით შემოიყვანეს რამდენიმე პაციენტი რესპირატორული სიმპტომებით, მათ ჩაუტარდათ კლინიკო- დიაგნოსტიკური კვლევები, არცერთი პაციენტი არ ჩაითვალა საეჭვოდ. ერთი გაწერილია ბინაზე და მეორე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. დღეს საღამოს შემოყვანილი პაციენტი კი არის გალიდან ," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა