19 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
17 პირი, რომელსაც სამეგრელოში სტუმრად მყოფ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

27-29 მარტს სამეგრელოში სტუმრად მყოფი ახალგაზრდა ინფიცირებული მამაკაცის 17 პირველადი კონტაქტი ანაკლიის საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგებმა პირველადი კონტაქტის მქონე 23 პიროვნება გამოიკვლიეს, რის შემდეგაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში მოათავსეს. მათ შორის არიან ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვები. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას  ექიმები გააკონტროლებენ.

პირები, რომელთანაც ინფიცირებულს უშუალო კავშირი არ ჰქონია, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში რჩებიან. მათ ექიმები დააკვირდებიან.

დღის ამბები