25 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
ფოთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრებს ამოწმებენ, მანქანებს კი დეზინფექციას უტარებენ

ფოთში, ორივე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარეობს მგზავრთა თერმოსკრინინგი, ავტომანქანების შემოწმება და დეზინფექცია. ხელისუფლების ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ფოთში კანონდარღვევის გარეშე ჩაირა.

"მოსახლეობა მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება არსებულ ვითარებას. კომენდანტის საათის დროს არ გამოვლენილა დარღვევა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სტრატეგიული ობიექტები. მოქალაქეებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დარჩნენ სახლში,"- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

დღის ამბები