03 ივნისი 2020,   17:59
ვრცლად
მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ - მეუფე გრიგოლი

მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იქნება სინოდის სხდომა, თუმცა ბზობის შემდეგ მეუფეების ნაწილი ილია მეორეს შეხვდება. თავად მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევასა და მთავრობის მითითებებს უნდა დაემორჩილონ.

"დღეს ძალიან ლამაზი წირვა იყო ღია ცის ქვეშ. შეიძლება ისე, როგორც ანდრია პირველწოდებულმა ჩაატარა. უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ არ დავარღვიოთ კანონები და მშვიდად შევხვდეთ აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულს. ჩვენ შევხვდებით პატრიარქს და მისი ლოცვა-კურთხევის შესაბამისად მოვიქცევით. ჯერ არ ვიცი, თუმცა, პირადად, ვფიქრობ, რომ  შეიძლება სადმე მონასტერში ღამისთევით ჩატარდეს  მსახურება და დილით წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”, - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, ეპარქიაში ბზობისა და ხარების დღესასწაულებისთვის ემზადებიან და რეგულაციებს ითვალისწინებენ.

დღის ამბები