20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი შეიყვანეს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 67 წლის მამაკაცს გართულებული პნევმონია აქვს.

ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით, მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ეტაპზე მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. 

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკაში სამი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა უარყოფითია.

დღის ამბები