თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 81 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა თანხმლევი პათოლოგიები, მათ შორის - მოციმციმე არითმია. ინფიცირებული ქალი დღეს დილით გარდაიცვალა.
ეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა.