18 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
ბზის უკანონო ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

უწყების ცნობით, მას, ვინც ტყეში ბზას მოჭრის, 500-დან 1000  ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება,  სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბზის მოპოვება ნებადართულია კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.
 

დღის ამბები