16 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
ფოთის ბლოკპოსტზე მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთის ტერიტორიას მეექვსე დღეა აკონტროლებს. მოწმდება ქალაქის 2 ლოკაციაზე მოწყობილი პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.

მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ლეიტენანტი მერაბ ვიბლიანი, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური აცხადებს, რომ ფოთში აქტიურად ხდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი, რომლებიც გზის ორივე მხარეს გადაადგილდებიან ეს იქნება, ავტომობილით გადაადგილება თუ ფეხით.

"საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ხდება გზის ორივე მხარეს მოძრავი ადამიანების თერმოსკრინინგი, ასევე ბათუმიდან მომავალი მანქანების დეზინფექციაც ხდება,"- განაცხადა მერაბ ვიბლიანმა.

დღის ამბები