ანაკლიის საკარანტინო ზონიდან სპორტსმენის კლასტერის ორი წევრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კი ამ წუთებში გადაჰყავთ.
საავადმყოფოს ინფორმაციით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. სამივე მამაკაცი უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულ სპორტსმენთან.
კვლევების შემდეგ სამივე მამაკაცს ლაბორატორიულ ანალიზე აუღებენ, რაც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიზგავნება.
ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში 5 ადამიანია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.