19 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
მერი, რომლის ცოლსაც ვირუსი დაუდგინდა, 80-ზე მეტ ასაკოვან პირს შეხვდა - მისი მოადგილის თქმით, საფრთხე არავის ემუქრება

საჩხერის მერის მოადგილის ოთარ ომიაძის ინფორმაციით, მერიის მიერ მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა.

მისი თქმით, მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდა.

საჩხერის მერი ამბობს, რომ უწყება დიდი ხანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. ომიაძე ირწმუნება, რომ პროდუქტები წესების სრული დაცვით დარიგდა და საფრთხე არავის ემუქრება.

მერიაში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს ელოდებიან. თუ მერის მეუღლეს განმეორებითი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამის ზომებს მიიღებენ და კონტროლი გამკაცრდება. მისი თქმით, თანამშრომლების უმეტესობა, იზოლაციაშია, ასევე ყოველდღიურად ხდება მერიის შენობის დეზინფექცია.

საჩხერის მერის ცოლი კლინიკაში მუშაობს სავარაუდოდ, მას ვირუსი პაციენტისგან გადაედო.

დღის ამბები