25 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
საჩხერის მერის თქმით, მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში მხოლოდ მაშინ გადავლენ, თუ თავად კორონავირუსი დაუდგინდება

საჩხერის მერი აცხადებს, რომ ის ადამიანები ვისთანაც შემხებლობაშია მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ თვითიზოლაციაში, როდესაც პასუხი გახდება ცნობილი

საჩხერის კლინიკის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა და არკვევენ, როგორ შეიძლებოდა ის დაინფიცირებულიყო. 

ქამუშაძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ აიღეს ექიმის ბიოლოგიური მასალა ანალიზისთვის, იკვლევენ სხვა მედპერსონალსაც. 

"დღეს ავიღეთ ანალიზი მასთანაც და მასთან ახლოს მყოფ პირებთანაც. მედიკოსები დარჩებიან კლინიკაში, რომ თავიდან ავირიდოთ გავრცელების საფრთხე,"- განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

დაინფიცირებული ექიმის ქმარი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია. ბენიამენ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ სანამ ლუგარის ლაბორატორიის პასუხი არ გახდება ცნობილი, მანამდე იმ ადამიანებს, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულება არ აქვთ.

"მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, სანამ ჩემი ანალიზების შედეგი იქნება, ის ადამიანები იყვნენ პანიკაში, ვისთანაც შეხება მქონდა. მე არ მაქვსარანაირი სიმპტომი, როდესაც იქნება პასუხი, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ის ადამიანები, ვისთანაც შემხებლობა მქონდა, თვითიზოლაციაში მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ რაც მე მეცოდინება პასუხი,"- განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, მათ საკვები პროდუქტები დაურიგეს.

დღის ამბები