19 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტი რჩება, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს დადასტურებული. 

რაც შეეხება იმ 6 პაციენტს, რომელთაც არ აქვთ კოვიდ - 19 დადასტურებული, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

"ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში არის დამაკმაყოფილებელი, კოვიდ-დადებითი პაციენტის მდგომარეობაც არის საყურადღებო. 

რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან 4 არის უკიდურესაც მძიმე, ორთან არის სეპტიური შოკი, ორთან მძიმე სუნთქვის უკმარისობა, პნევმონიაა და დისტრესია, მაგრამ მათგან კოვიდ დადებითი არც ერთი არ არის," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ.

დღის ამბები