20 აპრილი 2024,   02:51
ვრცლად
ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება," - ნათქვამია განცხადებაში

დღის ამბები