18 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
60 წლის ქალს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ფოთის ცხელების ცენტრში შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ცხელების ცენტრში, საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ 60 წლის პაციენტს COVID-19 არ დაუდგინდა.

60 წლის ქალი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, საბერიო-ფახულანის ე.წ. საზღვრის გავლით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

"60 წლის ქალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. მას კოვიდ - 19 არ დაუდასტურდა. იგი ფოთის ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალი შემთხვევა კი ფოთში დღეს არ დაფიქსირებულა. თვითიზოლაციაში 13 პირი, 5 კი კარანტინში რჩება," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია უფროსის მოადგილემ, ზიზი გაგუამ.

დღის ამბები