19 აპრილი 2024,   23:50
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

კვლავ კრიტიკულია ბათუმში ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამ პაციენტზე კი იგეგმება პროტოკოლით გათვალისწინებული განმეორებითი კვლევა, რადგან მათ ვირუსის სიმპტომები აღარ აქვთ.

ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ბათუმის კლინიკის კლინიკური დირექტორი ალექსი გოხელაშვილი ამბობს, რომ ამჟამად კლინიკაში არის 9 ინფიცირებული, 8 პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელია და მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით აღენიშნებათ. 

აჭარაში უკვე გამოჯანმრთელდა ერთი მოქალაქე, საკარანტინო სივრცეში რცება 2000-ზე მეტი პირი.

 

დღის ამბები