თვითიზოლაციაში რჩებიან ის პირები, რომლებიც ეროვნული ბანკისა და რუსთავის საკრებულოს ე.წ. კლასტერში შედიან.
ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. მათ მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
"7 შემთხვევა, რომელიც რუსთავში გამოვლინდა, მუშაობა დასრულებულია და ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია. ყველა პიროვნება თვითიზოლაციაში იმყოფება და მიმდინარეობს ყოველდღიური დაკვირვება. კარანტინში ჯერჯერობით გადაყვანა არ მომხდარა არცერეთი ადამიანის," - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.