24 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის პასუხს ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის პასუხს ელოდებიან. ინფექციონისტის მეგი კობახიძის თქმით, მათგან ორ პაციენტს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა.

ინფექციონისტის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 23 ადამიანს აკვირდებიან, აქედან 8 დადასტურებული შემთხვევაა.

ექიმის განმარტებით პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო საყურადღებოდ რჩება შუახნის მამაკაცის მდგომარეობა რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

 

დღის ამბები