რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მათგან ერთი ინფიცირებულის დგომარეობა მსუბუქია, 2-ის კი მძიმე.
"სულ გვყავს 41 პაციენტი. აქედან COVID 19-ით ინფიცირებული 1 პაციენტის მდგომარეობა მსუბუქად მიდის ჯერ-ჯერობით, არ არის მძიმე და იმყოფება დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს - 2 რეანიმაციულია, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით, მეორე პაციენტის, რომელსაც მძიმე სეპტიური შოკი აქვს. რაც შეეხება პირველ პაციენტს, მარნეულიდან გადმოყვანილს, მისი მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.
კლინიკაში დღეს 20 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.