26 მაისი 2020,   09:31
ვრცლად
სადეზინფექციო სამუშოები დედაქალაქში - წერეთლის გამზირი მოირეცხა

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა. სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. დეზინფექცია პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს უკვე ჩაუტარდა.

"მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ სადეზინფეციო სამუშაოების ჩატარებას. კონკრეტული ქუჩები, რომელიც ხალხმრავალი ადგილებია იქნება დამუშავებული შესაბამისი ხსნარებით," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები