25 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
თბილისის ბაზრებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, თბილისის ბაზრებში დეზინფექცია ჩატარდა. ცენტრალური ბაზრის "იბერიას" ტერიტორია სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და დასაქმებულ პერსონალს სადეზინფექციო მასალებიც დაურიგდათ.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მარინა ბიჩიაშვილის განცხადებით, მთელი ბაზრის ტერიტორიის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში, გაორმაგებული კონცენტრირებული ხსნარებით ტარდება. მისი თქმით, სანიტარული სამსახური მათი ზედამხედველობით ატარებს სამუშაოებს, ხოლო თავად სურსათის უვნებლობის სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ არიან.


"ჯეო სითის" გენერალური დირექტორის, კახა დათიაშვილის ინფორმაციით, ბაზრობაზე კვირაში ერთხელ გენერალური დეზინფექცია ჩატარდება, ხოლო შემდეგ ბაზრობის თანამშრომლებს დაურიგდებათ ხსნარები, რითაც შეძლებენ ყოველდღიურად, ლოკალურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. მისი თქმით, ყველა მოვაჭრეს ხელის სადეზინფექციო ხსნარებიც დაურიგდება.

დღის ამბები