კახეთის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე ეპიდვითარება და განსახორციელებელი პრევენციული ზომები განიხილეს. მათ შორის, კორონავირუსის და სხვა სიმტომის მქონე პაციენტების მდგომარეობის შეფასება.
კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში სულ 200-მდე სოფლის ექიმია რეგისტრირებული.
"ექიმები არიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ პირველი შეხება პაციენტებთან. მათ უნდა განსაზღვრონ პირველმა, თუ რა ჩივილით არის პაციენტი", - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.