19 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს.

თეა წულუკიანის განმარტებით, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება ნომერ მე-12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, ისინი იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულება პირველი მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული ნომერ მე-12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი "მატროსოვის ციხე" გახდება," - განცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები