25 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
"ევროპული საქართველო" შექმნილი ვითარებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის 600 ევროს კომპენსაციის გაცემას ითხოვს

მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს "ევროპული საქართველო". როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, მათი პარტია ასევე შექმნილი ვითარებით დაზარალებულებისთვის, კომპენსაციის გაცემას ითხოვს. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, კომპენსაცია უნდა იყოს არანაკლებ 600-ევრო.

"ორი მთავარი საკითხია, საკარანტინო სივრცის გაორმაგება და მოქალაქეების კომპენსაცია არანაკლებ 600 ევროთი. უნდა შეწყდეს იმაზე საუბარი, თვითმფრინავი იშოვება თუ ვერ იშოვება, მთავრობა იშოვის ნებისმიერ მომენტში თვითმფრინავს, ფულიც აქვს ამისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერია.

დღის ამბები