24 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
"სპარის" დირექტორი მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ იერიში კონკრეტული ინტერსთა ჯგუფის ინიციატივაა

სუპერმარკეტების ქსელი "სპარი" იმ ბრალდებებს პასუხობს, თითქოს მათ ობიექტებზე ადგილი აქვს ღამის საათებში იძულებით მუშაობას.

კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საკომენდანტო საათის გამოცხადების შემდეგ, ქსელის 24 საათიანი მუშაობის გრაფიკი შეიცვალა, რის გამოც, მენეჯმენტი ვალდებული იყო ერთი ცვლა ობიექტებზე დაეტოვებინა, საღამოს 8 საათიდან დილის 6მდე, იმ მიზნით, რომ თანამშრომლებს მარკეტები მეორე დღისთვის მოემზადებინათ.

ასევე "სპარის" ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს და ასევე,  ამ გზით მენეჯმენტმა თავი აარიდა სამუშაო ადგილების შემცირებას.

როგორც "სპარის" დირექტორი მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, ეს არის,  გარკვეული ჯგუფის "სპარის" წინააღმდეგ გალაშქრების ინიციტივა.

"ეს არის ინტერესთა ჯგუფის ინიციატივა, რომ იერიშით გაილაშქროს სპარზე. 700 ადამიანი რჩებოდა უმუშევარი და ეს იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება. ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ, აქამდეც ღამის ცვლაში მუშაობდნენ. საღამოს 9 -ზე კეტავენ მაღაზიას და უკვე შიგნით აგრძელებენ მუშაობას,"- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები