კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც.
აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების 63 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 21-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.
შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 27 ათას გასცდა. თურქეთში გარდაცვალების 574 ფაქტია დაფიქსირებული.
სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 822-მდე, უკრაინაში კი, 1,319 მდე გაიზარდა.
ოკუპანტ რუსეთში COVID19-ის ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი 6,300-სს აჭარბებს, გარდაცვლილია 47 ადამიანი. რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 406 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მოსკოვში კი, კორონავირუსი ბოლო ერთ დღეში 536 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედიის ცნობით, მათ შორის 3 სასულიერო პირია.