02 ივნისი 2020,   20:58
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ახალი ვირუსის შიდა გავრცელების მატებაზე და სწრაფი დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე საუბრობს 

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში სწრაფი დიაგნოსტიკა აუცილებელია. "ახალი საქართველოს” თავმჯდომარე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მიიღონ ზომები, რათა ნებისმიერი გზით მოხდეს სწრაფი დიაგნოსტიკის დანერგვა საქართველოში.

"საერთაშორისო ციფრები და მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ჩვენ ლამის ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით დიაგნოსტიკით და ტესტირების რაოდენობით. აჩვენებს კიდეც ყველა ბოლო პერიოდში გამოვლენილი შემთხვევა, რომ ძირითადად საქმე გვაქვს შიდა გადაცემასთან. დიაგნოსტიკის გარეშე შეუძლებელია არეალის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში შეიძლება ქუჩაში დადიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსი და რომლიდანაც შეიძლება დავინფიცირდეთ თითოეული ჩვენგანი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

დღის ამბები