20 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება ნატოს თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის მატერიალურ აღჭურვილობას სთხოვს

საქართველოს მთავრობამ ნატოს "კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს" დახმარებისთვის მიმართა.

მთვარობის მიერ გაგზავნილ მოთხოვნაში აღწერილია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე გადადგა. საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის მატერიალურ აღჭურვილობას ითხოვს.

დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის.

დღის ამბები