20 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
COVID-19-ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან - გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში გაზრდილი ეკონომიკურ-სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. ანტონიო გუტიერეშმა ქვეყნების მთავრობებს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

"მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, მშვიდობის დამყარებისკენ სახლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიცი, რომ იზოლაცია და კარანტინი COVID-19-ის შესაჩერებლად აუცილებელია, თუმცა ამით შესაძლოა ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს. მშვიდობა მხოლოდ ომის უქონლობა არაა, COVID-19 ის გამო იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ,“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. ​

დღის ამბები