21 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ბოჭორიშვილის კლინიკაში. ინფექციონისტ თამარ ბადურაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 39 ადამიანს აკვირდებიან, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 10.
ექიმების განმარტებით პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო სტაბილურად მძიმე რჩება შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, პაციენტს ასევე აქვს ქრონიკული დაავადებები, რის ფონზეც მასთან ვირუსი რთული ფორმებით მიმდინარეობს.