24 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ბათუმის "მედალფას" კლინიკას დღეს სავარაუდოდ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

კლინიკა "მედალფა"-ს ბათუმის ფილიალში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკური მენეჯერის ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მისივე ინფორმაციით, საშუალო სიმძიმისაა ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს.

კლინიკა გუშინ სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთ პირს გაწერენ.

 

დღის ამბები