25 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ზუგდიდის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. სპეციალური ხსნარით ცენტრალური ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ, რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.

სადეზინფექციო სამუშაოები დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ქუჩების დამუშავების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

"ქუჩების დეზინფექცია გრძელდება, ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას დავადეზინფექცირებთ,"- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დღის ამბები