24 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
"ერთ-ერთი ექიმის კოვიდის დიაგნოზმა გარკვეული პანიკა გამოიწვია, გაკეთდა ტესტები და ყველა მათგანი უარყოფითა" - თამარ გაბუნია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. თამარ გაბუნია სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით რეკომენდაციებზე ისაუბრა.

"ერთ-ერთი ექიმის კოვიდის დიაგნოზმა გარკვეული პანიკა გამოიწვია, რა თქმა უნდა, გაკეთდა ტესტები და ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა საბედნიეროდ. გავეცით რეკომენდაციები, როგორც პრევენციის, ასევე კლინიკური მმართველობის კუთხით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები