20 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
"ვისაც ეშინია ისინი დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება" - არქიმანდრიტი იოანე

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება 12 საუფლო დღესასწაულს შორსაა. მომდევნო დიდი ქრისტიანული დღესასწაულია ბზობა, უფლის შესვლა იერუსალიმში. ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.

სადღესასწაულო წირვას, მრევლი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ტაძრებში მაინც ესწრება, თუმცა სპეციალური ნიშნულებით, რეკომენდაციის მიხედვით დისტანციას იცავენ.

როგორც მეუფე დანიელი აცხადებს, მრევლი მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

"კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა ამ დღეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკჯგუფშია, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ასეთი ადამიანი მოინდომებს სახლში ყოფნას. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში შესრულებულ პროცესებს. თუ ადამიანი მოვა ეკლესიაში ის აუცილებლად განიკურნება,"- განაცხადა მეუფე დანიელმა.

არქიმანდიტრი იოანე აცხადებს, რომ მრევლისთვის ტაძრის კარი არ დაიხურება და ეკლესიაში ლიტურგია ყველა წესის დაცვით სრულდება.

"ხატების ხშირი წმენდა და დისტანციის დაცვას ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ, სიტკბოებასაც სტიქაროსნები ერთჯერადი ჭიქით არიგებენ. ვინც უძლურებაშია, ვისაც ეშინია, ისინი კიბატონო, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება,"- აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.

 

დღის ამბები