24 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
ქუთაისში ხარების სადღესასწაულო წირვაზე მრევლი ხალხმრავლობის გამო დისტანციის სრულად დაცვას ვერ ახერხებს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ხარების ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას ატარებს. 

ტაძარში მრევლისთვის სპეციალური მონიშვნებია გაკეთებული, სტიქაროსნები მრევლს ნიშნულებზე დადგომისკენ მოუწოდებენ, თუმცა ხალხმრავლობის გამო დისტანციის სრულად დაცვა ვერ ხერხდება.

ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული ტაძრის ეზოში.

მრევლის თქმით, წესებს ემორჩილებიან და ტაძარში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას, ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

დღის ამბები