ფოთის საკათედრო ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აღავლენს.
ტაძარში წირვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და მრევლი დისტანციის დაცვით დგას.
მიუხედავად დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძეს თხოვნისა, რომ საზოგადოებამ ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავოს, ტაძარში მრევლის ჩვეული რაოდენობაა.