ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
მრევლი გარეთ, ტაძრის ეზოში, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგას.
ტაძარი რადიფიცირებულია, შესაბამისად, მორწმუნეები მსახურებას ხმის გამაძლიერებლებით ისმენენ.
მრევლი ამბობს, რომ უსაფრთხოების წესებს მაქსიმალურად იცავენ და ერთმანეთის ჯანმრთელობას უფრთხილდებიან.