19 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა - კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"ჩვენს კლინიკაში გუშინ მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და ყველა ტესტის შედეგი მოვიდა კორონავირუსზე უარყოფითი," - აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 52 კორონავირუსით ინფიცირებულია.

დღის ამბები